თუ ვირუსმა პანდემიის სახე მიიღო, ზიარების წესის შეცვლის თაობაზე მსჯელობას არ გამოვრიცხავ - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.
"ჯერჯერობით არ არსებობს ზიარების წესის ცვლილების აუცილებლობა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვირუსმა პანდემიის სახე მიიღო, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას არ გამოვრიცხავ," - აღნიშნა დღეს მეუფე გრიგოლ კაცია.
მისივე თქმით, საკარანტინო ზონებსა და საავადმყოფოებში მყოფ ადამიანებს, სავარაუდოდ სპეციალური პროცედურებით, მათ შორის, ერთჯერადი ხელთათმანებისა და კოვზების გამოყენებით აზიარებენ.