18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
იტალიიდან ჩამოსულმა მგზავრებმა ქუთაისის აეროპორტში შემოწმება გაიარეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, იტალიიდან მორიგი თვითმფრინავი ჩამოფრინდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შემოწმება გაიარეს იტალიის ქალაქ ბარიდან ჩამოსულმა მგზავრებმა.

აეროპორტში მგზავრები ტემპერატურაზე შეამოწმეს და მათი მონაცემები ჩაინიშნეს. 

იტალიიდან ჩამოსული მგზავრების თქმით, მათ რეისზე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არავის დაუფიქსირდა. 

როგორც მგზავრებმა აღნიშნეს, იტალიაში პანიკა არ შეინიშნება.

გარდა ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა თელავივიდან რეისი მიიღო. მგზავრების განცხადებით, ორჯერ გაიარეს შემოწმება როგორც ისრაელში, ასევე საქართველოში. არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

"ისრაელიდან ჩამოვედი. გავიარე ორი შემოწმება, ერთი ჩემს ქვეყანაში და მეორე თბილისის აეროპორტში. თავს კარგად ვგრძნობ. შესაბამისად მალევე გამომიშვეს," - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

დღის ამბები