იტალიიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურე გორის ჰოსპიტალში კარანტინს გაივლის. ჯარისკაცი სამშობლოში გუშინ ჩამოვიდა.
შემოწმების შემდეგ ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მედიკოსების შეფასებით, იტალიიდან ჩამოსულ სამხედროს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ორი კვირის განმავლობაში მაინც იზოლირებული იქნება.