17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ახალი დეტალები "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებასთან დაკავშირებით - მუშაობა ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაასრულეს

"ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების თქმით, ყაჩაღური თავდასხმა დილით მოხდა და მათ სროლის ხმა არ გაუგიათ.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს ექპერტ-კრიმინალისტებმა. 

"ლიბერთის ბანკის" ხელმძღვანელობა, თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ კომენტარს არ აკეთბს. 

შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და იარაღის მართლსაწინააღდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ოპერატიული სამუშაო ყაჩღობაში ეჭვმიტანილი პირების დასაკავებლად.

დღის ამბები