საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის შტაბი გაიხსნა, რომლის მთავარი ამოცანა ახალგაზრდების და არაპარტიული აქტიური მხარდამჭერების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა და საარჩევნოდ დამკვირვებლების მომზადებაა.
ბიბლიოთეკაში შეკრებილებს ყოფილმა პრეზიდენტმა სკაიპით მიმართა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ შტაბს ექნება თავისი დატვირთვა და აქ შეიკრიბებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში პოლიტიკაში აპირებენ ყოფნას.
ოპოზიციის მხარდამჭერის, ჯელალ ქიქავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის იდეები ხალხის ყურამდე უნდა მივიდეს.
"ახლად გამოჩეკილი პარტიის ახალი წევრი ვარ, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯარისკაცი ვარ და სააკაშვილში ვხედავ ადამიანს, ვისაც უნდა გავყვეთ," - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.
შტაბის გახსნას 20 ივნისს დაკავებული ბესიკ თამლიანის დედაც დაესწრო და აღნიშნა, რომ სამართლისთვის ბრძოლას აგრძელებს.