06 სექტემბერი 2026,   22:52
ვრცლად
ამირან გამყრელიძე კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებს სთხოვს, მაქსიმალურად დაიცვან საჭირო წესები

პირებს, ვინც კორონავირუსის გამო კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში იმყოფებიან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სთხოვს, ყველა საჭირო წესი დაიცვან. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

"ჩვენს მოქალაქეებს და ასევე, უცხოეთის მოქალაქეებს, ვინც ბრძანდებიან კარანტინში თუ თვითიზოლაციაში - ვთხოვ მათ უმორჩილესად, დაიცვან სავალდებულო წესები, ამითი ისინი მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს ინფექციის შეკავებას და არგავრცელებას ჩვენს ქვეყანაში,“ - ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. 

 

დღის ამბები