18 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ 2 პირს ცხელება აღენიშნება

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, საკარანტინო ზონაში მყოფ ორ ადამიანს შესაძლოა კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტი ისევ ჩაუტარდეს, თუ ამის შესახებ დადებით გადაწყვეტილებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიიღებს. გოფოძის თქმით, დამატებითი კვლევების მიზეზი მომატებული ტემპერატურა გახდა:

"ამ დილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვებისათვის იმყოფება 33 მოქალაქე, მათგან მხოლოდ ორს აღენიშნა გუშინ საღამოს ცხელება 37.5 -37.7, შესაბამისად გამოკვლევები უტარდებათ ამ პაციენტებს, რაც გულისხმობს რენტგენოლოგიურ კვლევას და სისხლის ანალიზები გამეორდა.განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ ორ ადამიანს. დანარჩენების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, მივმართავთ ახლა დაავადების კონტროლის ცენტრს და თუ ჩათვლიან ისინი საჭიროდ, ამ ორ შემთხვევაში, რომ განმეორებითი ანალიზი გაკეთდეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორივე პაციენტს ჩვენთან შემოყვანისას თან ახლდა ნეგატიური ტესტი კორონავირუსთან დაკავშირებით," - განაცხადა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები