საქართველოს საგარეო უწყება კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.
თუ მგზავრობთ მაღალი რისკის ქვეყნიდან (ჩინეთი, ირანი, იტალია, კორეის რესპუბლიკა) უნდა დაიცვათ ქცევისა და ჰიგიენის შემდეგი წესები:
კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, გთხოვთ გაითვალისწინოთ!
თვითმფრინავში ყოფნისას:
ავსებთ სპეციალურ კითხვარს თქვენი მოგზაურობის ისტორიის შესახებ
ბორტზე აუცილებელია ნიღბის ტარება, რომელიც უნდა შეიცვალოს ყოველ ორ საათში ახალი ნიღბით, ხოლო ძველი მოათავსეთ ნარჩენების პარკში
მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები:
• კვების წინ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი.
• ტუალეტით სარგებლობის შემდეგ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი.
• მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა.
• მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას
საზღვარზე:
საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, კერძოდ ჩინეთში,კორეის რესპუბლიკაში,იტალიაში, ირანში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს დაბრუნებისას ვალდებული ხართ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროთ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი ხართ გაიაროთ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა.
სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, იტალია, ირანი) გავლით:
• ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა;
ან
• უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) PCR მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
საგარეო უწყება რეკომენდაციებს აქვეყნებს თვითმფრინავის ბორტის ეკიპაჟის მიმართაც თავდაცვის, დაავადებული მგზავრის მოვლის, დეზინფექციისა და ფრენის შემდგომ განსახორციელებელი ქმედებების შესახებ:
დაიცავით ხელის ჰიგიენა
• დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში.
• დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით
• მაქსიმალურად შეამცირეთ დაავადებული პირის კონტაქტი სხვა მგზავრებთან და თვითმფრინავის ბორტის ეკიპაჟთან.
• დაავადებულ პირს შესთავაზეთ ნიღაბი.
ყველა ბიოლოგიური სითხე მიიჩნიეთ ინფექციის პოტენციურ წყაროდ
გამოიყენეთ დამატებითი დამცავი საშუალებები:
• ნიღაბი, თვალის დამცავი საშუალება და ხალათი.
• ხელთათმანები და სხვა მასალები დაავადებულ პირთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხების შემდგომ განათავსეთ ბიოუსაფრთხოების ჩანთაში ან დაცულ პლასტიკურ ჩანთაში "ბიოუსაფრთხოების" ნიშნით.
დაფრენის შემდგომ, სპეციალური ჯგუფი (CDC Quarantine Station staff) განახორციელებს დაავადებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, სიმპტომებისა და შესაძლო ექსპოზიციის შეფასებას.
ჯგუფი შეატყობინებს ავიაკომპანიას გამოკვლევის შედეგებს და თვითფრინავის ბორტის ეკიპაჟისა თუ სხვა მგზავრების შემდგომი ზედამხედველობის აუცილებლობის შესახებ.
სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://e.gov.ge/qAWwc
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ყველა პირი, რომელიც გეგმავს მოგზაურობას, უნდა იყოს ინფორმირებული და მიიღოს საჭირო რჩევები პოტენციურ საფრთხეებთან დაკავშირებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელიც მან აირჩია სამოგზაუროდ. აგრეთვე უნდა მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ შეამციროს დასნებოვნების რისკი მინიმუმამდე და როგორ დაიცვას თავისი ჯანმრთელობა მოსალოდნელი საფრთხეებისგან.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციები ეხება თვითიზოლაციის წესებსაც:
რა უნდა გააკეთონ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა საკუთარი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად?
• იზოლაციაში უნდა იყოთ დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში
• თვითიზოლაციის სივრცეში აკრძალულია ვიზიტორების და სტუმრების მიღება
• დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა
• იზოლაციის პერიოდში უნდა გქონდეთ განცალკევებული ჭურჭელი და პირადი ნივთები
• დასაშვებია იქონიოთ სატელეფონო კავშირი და ისარგებლოთ ინტერნეტით;