18 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
საგარეო უწყება იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური რეისით ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური რეისით ჩამოიყვანენ. 

"იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდება თვითმფრინავით, დიდი ალბათობით ქ. რომიდან. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროებთან, საჰაერო ავიაციის დეპარტამენტთან, აეროპორტების გაერთიანებასთან, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს თვითმფრინავის გაგზავნა იტალიის მიმართულებით, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ,"- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ყველა თანამშრომელი 24 საათიან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. შეიქმნა სპეციალური ელ.მისამართი და გავრცელდა განცხადება, სადაც საქარველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ქონდათ შეძენილი ან დაჯავშნილი ბილეთები, რომელიც ფრენების შეჩერების გამო გაუქმდა, უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს რომში, რათა მოხდეს ყველა ასეთი პირის იდენტიფიცირება და მათი საქართველოში დაბრუნება. აუცილებელია მოქალაქეებმა მისამართზე [email protected] გააგზავნონ პასპორტის და ბილეთის ჯავშნების ასლები.

დღის ამბები