კორონავირუსით დაავადებული პაციენტი საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული. სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მისი თქმით, კლინიკაში მეორე პაციენტის პასუხსაც ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდან, პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად კორონავირუსის კვლავ 13 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში 128 პაციენტი იმყოფება.