11 სექტემბერი 2026,   18:04
ვრცლად
"მონა ხვდება მონებს" - მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები პრეზიდენტს ზუგდიდში პლაკატებით შეხვდნენ

"მონა ხვდება მონებს" - მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები პრეზიდენტს ლობიოთი, ხახვით, კარტოფილით და შეძახილებით "მონა" დახვდნენ.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები "შეცვალეს" აქტივისტებს მოუწოდებდნენ, პროტესტი სხვა ადგილას გამოხატონ.

"ის არის მონა. ამბობს, რომ ომი დაიწყო საქართველომ და აფხაზეთს უწოდებს განგრენას, ამბობს, რომ არ გვყავს ჯარი. წამოვიდეს საოკუპაციო ხაზთან და ხმამაღლა თქვას, რომ რუსეთი ოკუპანტია," - ამბობენ აქციის მონაწილეები.

თავად პრეზიდენტი აქციის მონაწილეებთან არ შეჩერებულა, ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ კომენტარს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

დღის ამბები