18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
თუ ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, მიღებული იქნება შეწყალების აქტი - პრეზიდენტი გიგი უგულავაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალების ყველა მოთხოვნა იქნება განხილული  კანონის მიხედვით და იმ შემთხვევაში, თუ  პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ, მიღებული იქნება შეწყალების აქტი.

"ერთი ხმით ნუ ყვირით - გიგი უგულავა, გიგი უგულავა. წინასწარ ვიცი თქვენი შეკითხვები, არ მჭირდება დამატებით კითხვები, გეტყვით მე თვითონ, თუ მომისმენთ.

შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომლებიც მიღებულ იქნა ამ წელს. რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, ყველა მოთხოვნა იქნება განხილული ამ წესების მიხედვით.

ყველა მოთხოვნას მივიღებ, წავიკითხავ, ვნახავ, გავეცნობი და თუ სადმე საჭიროება იქნა, თუ მე ჩავთვლი, რადგან ეს არის დისკრეციული უფლება, რომ შეწყალება უნდა შედგეს, მიღებული იქნება შეწყალების აქტი.

რას ნიშნავს ეს, წესები წაიკითხეთ და გაიგებთ. არ არსებობს ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისათვის არის ერთი რეგულაცია და ყველა მოქალაქემ იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

დღის ამბები