12 სექტემბერი 2026,   15:45
ვრცლად
"თიბისი ბანკის" საქმეზე სასამართლო პროცესები გაურკვეველი ვადით გადაიდო

"თიბისი ბანკის" საქმეზე სასამართლო პროცესები გაურკვეველი ვადით გადაიდო. დღეს საქმის განხილვა მოწმეთა დაკითხვით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, ავთანდილ წერეთლის ადვოკატის მოთხოვნით პროცესი გადაიდო.

მიზეზი ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ის ამ დრომდე ავსტრიის კლინიკაში რჩება.

"მინდა მადლობა გადავუხადო განგებას, რომ ჩემს თავზე მომიწევს ამ აბსურდის მოსმენა და ამ მოგონილ საქმეში მონაწილეობა და წარმომიდგენია თუ რა დღეშიო იყვნენ, არიან და იქნებიან მოქალაქეები იმის შემდეგ, თუ ისევ ეს სისტემა დარჩება ხელისუფლების სათავეში. ეს საქმე არც უნდა დაწყებულიყო. თუ კიდევ უნდათ მათ, რომ შეინარჩუნონ სახე, საქმე უნდა შეწყვიტონ," - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

"პროცესი გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, ეს დამოკიდებულია ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ან ბრალდების მოხსნას - ეს საკითხი ბრალდების მხარის მიერ არ განიხილება," - აღნიშნა საქმის პროკურორმა სალომე ჩიქობავამ.

დღის ამბები