23 იანვარი 2025,   00:58
ვრცლად
4095 გარდაცვლილი და 116 000-ზე მეტი ინფიცირებული - მსოფლიო COVID 19-ს ებრძვის
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსოფლიოში კორონავირუსმა უკვე 4095 ადამიანი იმსხვერპლა, დაავადებას კი 116 000-ზე მეტი ინფიცირებული ებრძვის. ვირუსის ახალი შემთხვევები იკლებს ჩინეთში.

      ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაცვალების 17 და დაინფიცირების 19 შემთხვევა გამოვლინდა. კლების ტენდენციაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 36 ადამიანი დაავადდა. გარდაცვალების კი მხოლოდ 1 ფაქტი დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ვირუსს სამხრეთ კორეაში 7 000-ზე მეტი ადამიანი ებრძვის.

      ჩინეთისა და იტალიის შემდეგ, კვლავ მძიმე მდგომარეობა რჩება ირანში, სადაც ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 291-მდე გაიზარდა. დაინფიცირებული კი 8 000-ზე მეტი ადამიანი. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მეთილის სპირტის მიღების შემდეგ 37 ირანელი გარდაიცვალა.

      ჩინეთისგან განსხვავებით, კორონავირუსის გავრცელების დინამიკა იზრდება ევროპაში. "კოვიდ-19"-ით გარდაცვალების პირველი ფაქტები დადასტურდა გერმანიაში.

      გარდაცვალების 30-30 ფაქტი გამოვლინდა ესპანეთსა და საფრანგეთში. ვირუსით ინფიცირებულთა შორისაა საფრანგეთის კულტურის მინისტრიც. შეერთებულ შტატებში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 27-ს მიაღწია, ინფიცირებულია 761 ადამიანი, მათ შორის "ნასას" თანამშრომელი.

      ინფექციის პრევენციის მიზნით, ისრაელში ჩასულ ყველა პირს ორკვირიან კარანტინში ყოფნა მოუწევს.

      ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა პანამაში, მონღოლეთში, კვიპროსსა და ბურკინა-ფასოში.

      დაინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

      პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინგაპურელმა ექიმებმა ახალი სიმპტომები აღმოაჩინეს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს გამოუვლინდათ. ეს სიმპტომებია: ცხელება, გამონაყარი და ქავილი.

      "უკანასკნელი დაისი"- ასე უწოდეს ფოტოს, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა.
      ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ ექიმმა კორონავირუსით დაავადებული 87 წლის მოხუცი პაციენტი უხანში უკანასკნელი მზის ჩასვლის სანახავად გაიყვანა. 

      დღის ამბები