მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები გააუქმა, - ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, გასაჯაროებამდე პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პარტნიორ ქვეყნებს ეცნობათ.