18 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
არდადეგების გახანგრძლივებით აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება - მიხეილ ჩხენკელი

სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე გადაიდო, თუმცა განათლების მინისტრის თქმით, ამით აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება. მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სამინისტროს შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. 

"ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობიდან გამოდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არდადეგები ყველა სასწავლო დაწესებულებაში გაგრძელდეს 1 აპრილამდე. 

მინდა ყველას ხაზგასმით ვუთხრა, სამინისტროს შემუშავებული აქვს გეგმა აკადემიური თვალსაზრისით, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები გააცნობენ მოსწავლეებს და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა, რომ აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება,"- აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

არდადეგების გახანგრძლივების პარალელურად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამხედრო-სავალდებულო გაწვევა ერთ თვით გადავადდა.

"დღეს საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი თვით გადავავადოთ. გადაწვეტილება საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მივიღეთ და პროცესს მას შემდეგ დავიწყებთ, რაც კორონავირისის გავრცელების საფრხე თავიდან იქნება აცილებული,"- აცხადებს  საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში.

 

დღის ამბები