ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხებს ელოდებიან. კლინიკაში პაციენტები ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს.
ექიმის თქმით, ყველა საეჭვო შემთხვევა ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ნაწილს აქვს მოგზაურობის ისტორია, მეორე ნაწილს კი, კონტაქტი უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ ადამიანებთან. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"5 პაციენტია მოთავსებული ჩვენს კლინიკაში. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჰქონდათ კატარალური მოვლენები, სუფიბრილიტეტი და დაკვირვების ქვეშ რჩებიან," - განაცხადა ექიმმა დარეჯან ხაჭაპურიძემ.