26 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
ბრაზილიელ მაღალჩინოსანს, რომელიც დონალდ ტრამპს შეხვდა კორონავირუსი აქვს

ბრაზილიელ მაღალჩინოსანს ფაბიო ვაინგარტენს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა.

"როიტერსის" ინფორმაციით, დაავადება განმეორებითმა ტესტმაც დაადასტურა.

ვაინგარტენი ბრაზილიის პრეზიდენტ ბოლსონაროსთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ, "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.

ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსზე დადებითი ტესტის შესახებ აშშ-ს უკვე აცნობეს.

დღის ამბები