ენგურის ხიდზე გადაადგილება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებისა და სამედიცინო ცნობის მქონე პირებისთვისაა შესაძლებელი. ოკუოირებულ გალში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმაციით, ხიდზე მიმოსვლა სხვა ნებისმიერი პირისთვის აკრძალულია.
აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ენგურის ხიდის გავლით მიმოსვლა რამდენიმე კვირის წინ შეიზღუდა და 7 აპრილამდე გაგრძელდება.