10 სექტემბერი 2026,   21:52
ვრცლად
ნია იმნაძეს ვედავებით წაქეზებას და დიახ, ის არის ტიპური მანიპულატორი და თავისი მანიპულაციური ტექნიკებით წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი და მოაკვლევინა უდანაშაულო გიგა ავალიანი - ეკა კუპატაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმის ფარგლებში დაკავებული ორი პირის პროცესი იმართება. ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში, ანასტასია ბერუაშვილს კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.

სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევაზე მსჯელობენ. სასამართლოში იმყოფება მოკლული გიგა ავალიანის დედაც.

"ნია იმნაძეს ვედავებით წაქეზებას და დიახ, ის არის ტიპური მანიპულატორი და თავისი მანიპულაციური ტექნიკებით, მან წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი და მოაკვლევინა უდანაშაულო, სპეტაკი, ღირსეული ახალგაზრდა გიგა ავალიანი. საქმეში არის უხვი, პირდაპირი თუ ირიბი, მყარი, ნოყიერი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ნია იმნაძის ამ ბრალს და დამერწმუნეთ, არ ვიცი რა მანიპულაციური და ფლიდური მეთოდებით იბრძოლებს გიორგი ლეკიშვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ სასამართლო მის სისულელეებს არ გაიზიარებს. მერაბ მალანია, ყოფილო პოლიციელო - შენი შვილი ახლა რომ არ დაეკავებინათ, მაშინ, როცა ნიაკოს რაღაც პრობლემებზე ასე გაღიზიანებული იყო, მას რომ სკოლაში სწავლა გაეგრძელებინა და მასწავლებელთან რაიმე პატარა ინციდენტი მოსვლოდა, ან დაჯექი გაკვეთილი არ იცი, ან ნებისმიერი რაღაც, რაც არ უნდა ყოფილიყო, შენი შვილი უნდა წასულიყო და მასწავლებელთან ქუჩურად საქმე ძველ ბიჭებთან უნდა გაერჩია და ეს მოსულა? ვისაც ალექსანდრე გაბაშვილები საქმეს ურჩევენ, ის პიროვნება იყო გიგა ავალიანი? შენ ყველაზე კარგად იცი, რომ შენი შვილი დამნაშავეა", - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ.

დღის ამბები