13 სექტემბერი 2026,   13:39
ვრცლად
MAGA-ს მოძრაობის წარმომადგენელი დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას, შესაბამისად, კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილისმომგვრელია - მაკა ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისრის, მარტა კოსის მოთხოვნას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ტრამპის მოძრაობასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მსგავსი ახალი კრიტერიუმები ღიმილისმომგვრელია და ევროპელი ბიუროკრატების თვითიზოლაციის სურვილზე მიუთითებს.

"ეტყობა, ეს ახალი კრიტერიუმია, რომელიც სახელდება კანდიდატი ქვეყნებისთვის. ღიმილისმომგვრელია ასეთი კრიტერიუმების დაწესება. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად მიდრეკილი არიან ევროპელი ბიუროკრატები თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ასე მოიქცნენ. ნამდვილად მიუღებელია მსგავსი მოწოდებები. დღეს, ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში და MAGA-ს მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას. შესაბამისად, კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილისმომგვრელია," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები