დაფიქსირდება თუ არა ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ქალაქის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებულმა ანალიზმა საეჭვო შედეგი აჩვენა, ამიტომ სინჯები გადასამოწმებლად ხელახალი კვლევებისთვის ლუგარში გაიგზავნა. საერთო ჯამში ბათუმის ინფექციურში საეჭვო სიმპტომებით 5 პაციენტია მოთავსებული.
"ჯერჯერობით აჭარაში არ გვაქვს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, სამი კვლევა ჩატარდა, მათგან ორი იყო მკაცრად უარყოფითი, თუმცა ერთის პასუხი არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გვეთქვა - ეს იყო ან უარყოფითი ან დადებითი. შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი კვლევის ჩატარება ლუგარის ლაბორატორიაში. დღის ბოლოსთვის გვეცოდინება პასუხი," - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.
აღსანიშნავია, რომ აჭარაში დაახლოებით 150 ადამიანი კარანტინში, თვითიზოლაციაში კი 80 ადამიანი იმყოფება.