კორონავირუსის საფრთხის გამო შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის.
16 მარტიდან, ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას, მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით ნომერზე 2-41- 42- 42 და ასევე ელექტრონული ვებგვერდის მეშვეობით.