18 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა.

კრემლის მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღო. მოსახლეობა შიშობს, რომ ჩაკეტვა რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა "ცხელი ხაზის" მეშვეობით დაადასტურეს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დღის ამბები