შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასუფთავდა 112-ის სრული შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრების და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.
"საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-სა და სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა,"- აცხადებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორი გიორგი არსოშვილი.