18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გურიის რეგიონში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურიის რეგიონში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა.

ქალაქი ლანჩხუთი - 7 ჯგუფი, სოფლები- 16; ქალაქ ოზურგეთში - 26 კაციანი ჯგუფი, რომლებიც საჭიროებისამებრ დაიყოფა რამდენიმე ჯგუფად.

ასევე, 28 ჯგუფი შექმნილია ოზურგეთის სოფლებში. დაბა ჩოხატაური - 1 ჯგუფი; სოფლები - 37 ჯგუფი.

აღნიშნული ჯგუფები მოემსახურება როგორც დაბა/ქალაქს, ასევე სოფლებს და თითო ადმინისტრაციულ ერთეულს ეყოლება მოხალისეთა ჯგუფი.

პირველ ეტაპზე, ჯგუფები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. ჯგუფები გაივლიან საჭირო კონსულტაციებს, აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური ეკიპირებით.

ასევე, დაკომპლექტდება მოხალისეთა მეორე ჯგუფი, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. მოხალისემ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავდა.

საჭიროების შემთხვევაში, მოხალისეები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებას. მათ შორის, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს, ვინც ვერ ახერხებს უფასო სასადილოში მისვლას, ბინაზე მიუტანენ საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს.

დღის ამბები