11 სექტემბერი 2026,   16:30
ვრცლად
იმერეთის რეგიონში საკარანტინო ზონებში 170-მდე ადამიანია მოთავსებული.

იმერეთში საკარანტინო ზონებში 170-მდე ადამიანია მოთავსებული. მოქალაქეები საჩხერეში, საირმესა და წყალტუბოში არიან გადანაწილებული.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პერიოდული შემოწმება უტარდებათ. მოქალაქეების უმეტესობა კარანტინში საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მოხვდა, ნაწილი კი თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემდეგ შევიდა. რაც შეეხება თვითიზოლაციას, ამ დროისთვის იზოლაციაში 162 ადამიანია.

"170-მდე პირი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათზე მუდმივი მეთვალყურეობა აქვთ სამედიცინო ბრიგადებს," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ.

დღის ამბები