14 მაისი 2024,   10:34
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 1.2 ქულით გაუმჯობესდა - "Heritage Foundation"-ის კვლევა

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 77.1 მეათედია. 2020 წლის შესახებ ეკონომიკურ კვლევას "Heritage Foundation"-ი აქვეყნებს. ქვეყნის მონაცემი 1.2 ქულით გაუმჯობესდა და მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.

ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის კი, საქართველო მე-6 ადგილზეა. რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველოს შედეგი 5 მიმართულებით არის გაუმჯობესებული. მათ შორისაა, საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა და მონეტარული თავისუფლება.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად სასამართლო რეფორმებისა, სასამართლოებში აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე ჩარევა გრძელდება.

"Heritage Foundation"-ის კვლევის მიხედვით, საქართველო შვიდწლიან შთამბეჭდავ სვლას აგრძელებს ეკონომიკური თავისუფლების არაერთი მიმართულებით. საქართველოს მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი რეფორმა გაატარა, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით სხვადასხვა ასპექტის გაუმჯობესებას,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ

დღის ამბები