გურჯაანში სამარშრუტო ტაქსების აკრძალვა გააპროტესტეს - კახეთის რეგიონში მომუშავე მძღოლების ნაწილი ავტოსადგურში შეიკრიბა და შეღავათების დაწესება მოითხოვა.
მათი თქმით, თუ მუშაობას ვერ შეძლებენ, დაკარგავენ შემოსავლის წყაროს, ვერ შეიძენენ პროდუქტს და კომუნალურ გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებენ, რის გამოც ადგილობრივ ხელიუფლებას დახმარება სთხოვენ.
ადგილზე იმყოფებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მძღოლების მოთხოვნებს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს გააცნობს და საკითხის მოგვარებაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, უკვე მეორე დღეა რაც საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, სამარშრუტო ტაქსები ვირუსის გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა.