10 სექტემბერი 2026,   23:39
ვრცლად
მათ ძალიან ბევრი შავი ხვრელი ამოექოლათ. საბოლოო ჯამში, ისინი მიდიან განულებამდე და ხოცავენ ერთმანეთს ვის მეტი შეხვდება - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე

დაპირისპირება და ახალი ბრალდებები ოპოზიციურ სპექტრში. "ნაციონალურ მოძრაობას", "ახალსა" და იაგო ხვიჩიას შორის ღია თავდასხმების მიზეზი ისევ ფინანსური გარიგებები, 40 მილიონი და ნიკა გილაურის თემაა.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი განმარტავს, ოპოზიციას ძალიან ბევრი შავი ხვრელი ამოექოლა და ახალი გარე პატრონებისგან მეტი დაფინანსების მისაღებად ერთმანეთს ხოცავენ.

"მათ ძალიან ბევრი შავი ხვრელი ამოექოლათ და შესაბამისად, გაცილებით ნაკლები შავი ფული ტრიალებს დღეს ამ კანონებიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში. საბოლოო ჯამში, ისინი მიდიან განულებამდე და ხოცავენ ერთმანეთს ვის მეტი შეხვდება. მათ უნდა დაუმტკიცონ თავიანთ გარე პატრონებს, თუ ვინ წარმოადგენს უფრო "სერიოზულ" ძალას საქართველოში, რომელი რომელს დაჩაგრავს და ვინც იქნება მჩაგვრელი, თავიანთ გადმოსახედიდან იმას უფრო მეტი დაფინანსება და პრივილეგიები ექნება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები