კორონავირუსის დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან ერთ-ერთი მარნეულში დაფიქსირდა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი მარნეულში ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული, მას მწვავე რესპირატორული სინდრომი აქვს, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული.
გამყრელიძის ინფორმაციით, ისევე, როგორც დანარჩენ ოთხ ახალ პაციენტთან, ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს ეპიდკვლევა, რათა ყველა კონტაქტი დაადგინონ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სპეციალისტებმა იციან ყველა შემთხვევის წარმომავლობა.