18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
54 დადასტურებული შემთხვევა და 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი - COVID-19 და საქართველო

საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეორე ფაზას ებრძვის. ბოლო 5 ინფიცირებული პაციენტიდან 3-ს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 2 -ს ვირუსი ინფიცირებული პირებისგან გადაედო. ახალი შემთხვევებიდან, 2 ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, ერთი შუახნის ქალია, მეორე კი ბავშვი. კიდევ ერთი, 49 წლის ქალი, საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

კიდევ ერთი ინფიცირებული მარნეულიდან თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გადმოიყვანეს. ახალი კორონავირუსით 62 წლის ქალი დაავადდა, რომელიც მარნეულში ერთ-ერთ კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით 4 დღის წინ მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, შემთხვევა არ უკავშირდება საზღვრის კვეთას და პაციენტს კონტაქტი ჰქონდა დასთან, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ადგილზე უკვე მუშაობენ ეპიდემიოლოგები.

დღეს COVID-19 ახალგაზრდა კაცს დაუდასტურდა, რომელიც ბათუმის საკარანტინო ზონიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. პაციენტს ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. საჩხერეში ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ 3 პირია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მეტი პაციენტი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მათგან 12-ს პნევმონია აქვს. ყველაზე მძიმე 80 და 86 წლის ქალების მდგომარეობაა. ინფექციონიტები ამბობენ, რომ ვირუსს ასაკთან ერთად ქრონიკული დაავადებები ართულებს. დამაკმაყოფილებელია კლინიკაში მოთავსებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებთან ერთად, დაწყო პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესიც. ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა ნომერ პირველმა პაციენტმა. დღეს საავადმყოფოდან გაწერეს მეორე და მესამე პაციენტიც. ისინი 2 კვირის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თვითიზოლაციაში იქნებიან.

დღის ამბები