08 სექტემბერი 2026,   15:44
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახთან, ე.წ. ამერიკის კლასტერთან კონტაქტის შემდეგ 1 პირს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა - მაია სოლოღაშვილი

3 პაციენტი რჩება ბოჭორიშვილის კლინიკაში, რომელსაც COVID-19 აქვს დადასტურებული. სამივე ერთი ოჯახის წევრები არიან, ცოლ-ქმარი და არასრულწლოვანი ბავშვი. აღსანიშნავია, რომ ვიდრე მათ კორონავირუსი დაუდასტურდებოდათ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათთან შემხებლობა მხოლოდ 1 პირს ჰქონდა, რომელსაც ექიმების ინფორმაციით, დღეს უკვე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა.

პაციენტი ამ დროისთვის უკვე გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში და მისი მონაცემები სხვა 5 პაციენტთან ერთად ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნება, პასუხები კი სავარაუდოდ ხვალ დილით გახდება ცნობილი.

"ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 3 დადასტურებული დიაგნოზით 3 პაციენტი. მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს მკურნალობა. დამატებულია 6 პაციენტი, რომლებიც დღეს ჩაერთვებიან კვლევაში, დღეს უნდა მოხდეს მათი ანალიზების ნაცხის აღება.

გუშინწინ შემოსული 4 პაციენტის პასუხები უარყოფითია და არ დადასტურდა არც ერთ მათგანთან დიაგნოზი, ასე რომ იგივე სტაბილური მდგომარეობა, რაოდენობა დადასტურებული დიაგნოზით პაციენტების ჩვენს კლინიკაში არ შეცვლილა," - განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია სოლოღაშვილმა.

დღის ამბები