07 სექტემბერი 2026,   16:07
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას ორმხრივ პნევმონიასთნ ერთად სეფსისიც აქვს - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სეფსისიც დაუდგინდა.

როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, წინასწარი პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით რთულია.

"ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის ასაკოვან ქალბატონთან, რომელზედაც მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკის გამო, თან არსებული დაავადების გამო, ნევროლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო.

შემიძლია გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, მათთან უკვე სეფსისის დიაგნოზი დასტურდება და შესაბამისად წარმოებს მისი მკურნალობა, შედეგისა და პროგნოზის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია," - განმარტა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები