ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. პასუხები საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ მიიღეს. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტთა ნაწილი კარანტინიდან, ნაწილი თვითდიმებით იყო შესული. მათ სამედიცინო ცენტრიდან შესაბამისი მკურნალობის შემდეგ გაწერენ.
ამ ეტაპზე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის ვირუსის სიმპტომის მქონე ახალი პაციენტი არ ჰყავთ.