07 სექტემბერი 2026,   16:51
ვრცლად
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 70 წლამდე პაციენტის მდგომარეობა კვლავ საშუალო სიმძიმისაა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა უკვე მეორე დღეა საშუალო სიმძიმისაა. მედიკოსების ინფორმაციით, მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის პერიოდული გართულებები აქვს. ის 70 წლამდე მამაკაცია და ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს. 

ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ოთხი პაციენტია მოთავსებული, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კორონავირუსი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ ეტაპზე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან 4 პირია გადაყვანილი. მათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ. კარანტინში ყოფნისას მათ ვირუსის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდათ, რის გამოც ბოქსირებულ განყოფილებაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოთხივე პირს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ბოლო ინფორმაციით, აჭარაში კარანტინში 1 300-ზე მეტი პირი იმყოფება.

დღის ამბები