18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ოჯახის 4 წევრი შეიყვანეს, მათგან ერთი მცირეწლოვანია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოჯახის ოთხი წევრი შეიყვანეს, მათგან ერთი მცირეწლოვანია. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ისინი თურქეთიდან 18 მარტს შემოვიდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ისინი COVID-19-ის ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში ერთი საათის წინ შეიყვანეს და მათ ცხელება და ხველა აღენიშნებათ. ოთხივე პაციენტის ლაბორატორიული ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გაიგზავნება.

რაც შეეხება უკვე დადასტურებულ შემთხვევას, 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. თვითიზოლაციაში რჩება მისი მეუღლეც.

დღის ამბები