20 აპრილი 2024,   00:38
ვრცლად
აშშ კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზეა

აშშ-ს ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 85 500 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთში ამჟამად 81 781, იტალიაში კი - 80 589 შემთხვევაა დადგენილი.  

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, აშშ-ის მონაცემებს ჩინეთისა (3,291) და იტალიის (8,215) აჭარბებს.

ვიდრე კორონავირუსით დაავადებულების რეკორდული რაოდენობის შესახებ გახდებოდა ცნობილი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩვეულ ცხოვრებას ქვეყანა ძალიან მალე დაუბრუნდებოდა. ის იმედოვნებს, რომ ვირუსს აღდგომამდე დაამარცხებენ.

რამდენიმე საათის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კი ტრამპმა განაცხადა, რომ მონაცემების დადგენა ტესტირების ინტენსიური რეჟიმის დამსახურებაა.

 

დღის ამბები