18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
"დარჩი სახლში"- მხატვრების ახალი ინსპირაცია

დარჩი სახლში - მთავარი რეკომენდაცია, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის და სამოქალაქო სოლიდარობის ფონზე, ხელოვანებისთვის ახალი ინსპირაციაა.

ფიროსმანის ნამუშევრები თვითიზოლაციაში არიან - "მეეზოვე", "მეთევზე წითელ პერანგში", "გოგონა საჰაერო ბუშტით" და რა თქმა უნდა, ლეგენდად ქცეული "აქტრისა მარგარიტა" პანდემიის დროს ასე გამოიყურებიან. მხატვარი დავით კოჩუაშვილია კორონა ვირუსთან ბრძოლის მთავარ რეკომენდაციას ასე გამოეხმაურა.

პარალელური სამყარო მხატვრობაში - ეს არის ნახატების სერია, რომელიც სტილისტურად მაქსიმალურად ახლოს არის ორიგინალთან, თუმცა მინიმალური კავშირი აქვს სიუჟეტთან. ავტორი ასე ცდილობს გაავლოს პარალელი დედანსა და საკუთარ ნამუშევარს შორის.

ძირითადად მისი ნახატები გლობალურ პრობლემებს ეხმიანება. ასეა ამ შემთხვევაშიც. დროსთან და სამყაროში მიმდინარე ერთ მთავარ მოვლენასთან დაკავშირებით ნიკო ფიროსმანის ნახატებიც გაერთიანდნენ.

მხატვრობა ყოველთვის ყველა ეპოქაში პირდაპირ ასახავდა ქვეყნის და მსოფლიოს ისტორიისთვის საინტერესო მოვლენებს. როგორ და რა ფორმითაც არ უნდა იყოს შესრულებული ფიროსმანი, ყოველთვის აქტუალური და ნამდვილია.

დღის ამბები