07 სექტემბერი 2026,   23:29
ვრცლად
მარნეულში თერმოსკრინინგი სულ 92 ათასმა ადამიანმა გაიარა, დღეს ტემპერატურა მხოლოდ 2-ს დაუფიქსირდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, დღეს მუნიციპალიტეტში 5 ათასი მოქალაქე შეამოწმეს, ტემპერატურა მხოლოდ ორს ჰქონდა მომატებული. დარგალის თქმით, მათ სხვა არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აქვთ და ექიმები აკვირდებიან.

 "სულ ამ დროისთვის მარნეულში შემოწმებულია 92 ათასი ადამიანი და პროცესი მიმდინარეობს 5 ერთეულში. დანარჩენი ერთეულები დასრულებულია," - აღნიშნა დარგალმა.

მერი ამბობს, რომ მოსახლეობა დადგენილ წესებს არ არღვევს.

"ბანკომატებთან რიგები დილის საათებში არის ხოლმე, თუმცა დისტანცია დაცულია. შსს და ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ერთად დგანან იქ და ყველანაირი რეკომენდაციები მოსახლეობის მხრიდანაც და შესაბამისი უწყებების მხრიდანაც დაცულია," - განაცხადა ზაურ დარგალმა. 

მარნეულსა და ბოლნისში მიმდინარეობს ქუჩების დეზინფექცია. 

 

დღის ამბები