ბოლოა 24 საათში სამართალდამცავებმა საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კომენდანტის საათის ფარგლებში 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ფინანსური სანქცია დაეკისრა 163 პირს. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დაჯარიმდა. 1 ფიზიკური პირი კი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
ამ პერიოდის განმავლობაშ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა.