07 სექტემბერი 2026,   16:51
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში Covid-19-ის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2 ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს, 1 დაინფიცირებული კი ლონდონი-ბათუმის რეისის მგზავრია. ახალი შემთხვევებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკა "მედალფაში" კიდევ ერთი საეჭვო პაციენტი ჰყავთ, რომლის ანალიზის პასუხსაც დღის ბოლოს ელოდებიან.

ბათუმში ახალი კორონავირუსული ინფექციის სულ 13 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან კრიტიკული რჩება 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმების ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, კლინიკა ოთხმა პაციენტმა დატოვოს. მათი დაინფიცირებიდან 2 კვირა გავიდა და სიმპტომები აღარ აღენიშნებათ. ამ ეტაპზე, ოთხივე პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული ანალიზები უტარდებათ.

დღის ამბები