26 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედიკოსებს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდათ - კორონავირუსზე პასუხი უარყოფითია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მედიკოსებს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდათ. კორონავირუსზე შემოწმება ასამდე მედიკოსმა გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, უარყოფითი პასუხების საფუძველზე არც ერთი ექიმი ამ დროისთვის იზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.

მათი შემოწმება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც ერთი ექიმი, სავარაუდოდ, პაციენტიდან დაინფიცირდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით დაინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ შორისაა ინფექციონისტი. ექიმი, რომელსაც კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამენ ფალავანდიშვილის, მეუღლეა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა თავად მერს, თუმცა ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

დღის ამბები