დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა 80% მიმდინარეობს მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობით, 15%-ში მძიმე და 5%-ში კრიტიკული გამოვლინებით.
"ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მკურნალობენ სახლში. გარკვეულ პერიოდში, რაღაცა თამასის შემდეგ, ამაზე შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, მაგრამ კლინიცისტებთან კონსულტაციების შემდეგ, იმ აზრამდე ვართ მისული, რომ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, სანამ ჩვენ საწოლების საკმაო რაოდენობა გვაქვს გამოყოფილი კლინიკებში, ჯერჯერობით, მაინც ვარჩევთ იმას, რომ ეს შემთხვევები იმართოს ჰოსპიტალურად, თუმცა ჩვენ ვემზადებით დ გვაქვს შესაბამისი ალგორითმი, როდის, რა ეტაპზე, როგორ და რა ტიპის ამბოლატორიულ მართვაზე უნდა გადავიდეთ ინფიცირებული პაციენტების შემთხვევაში.
დღეს ამბოლატორიული ქსელი უფრო ადამიანების კონსულტირებაზეა ორიენტირებული, მათ სწორ ტრიაჟზე და სწორ გადამისამართებაზე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.