18 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
იმერეთის რწმუნებულის თქმით, ქუთაისის მერის გადადგომა პროექტების განხორციელებას არ უკავშირდება

ამ დრომდე უცნობია კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა - ერთ-ერთ ვერსიად სახელდება გუნდის შიგნით არსებული დაპირისპირება.

ასევე, ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ გიორგი ჭიღვარიას გათავისუფლება "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია უნდა და ეს მოხდა მაშინ, როცა საზოგადოების ყურადღება მიმართულია კორონავირუსის საფრთხეებზე.

როგორც იმერეთის სახლემწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, ოპოზიციის შეფასებები უსაფუძვლოა და გიორგი ჭიღვარიას გადადგომა ჩავარდნილ პროექტებს არ უკავშირდება.

"არანაირად არ არის მიზეზი ის, რომ პროექტი არაჯეროვნად იყო შესრულებული. ყველა პროექტს, რომელიც კეთდება ქალაქში და მუნიციპალიტეტში, ძალიან ბევრი სტრუქტურა, ჩვენი ჩათვლით, ამას ამოწმებს. ყველა პროექტი მიმდინარეობდა ზუსტად ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები