შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა დღეს ქალაქ გორის ერთ-ერთი გამშვები საგუშაგო მოინახულა. გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა იმ ანალიზის პასუხი, რომელიც საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტიდან აიღეს, უარყოფითია.
საგანგებო ვითარების დროს გამკაცრებული რეგულაციების დარღვევისთვის კი, გასული 24 საათის მანძილზე სულ 2 პიროვნება დაჯარიმდა.
რწმუნებულის ინფორმაციითვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემთხვევაში, აგრარული ბაზრების გახსნის ალბათობა არსებობს.