საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია ქვეყნის მთავრობასა და მოსახლეობას ღია წერილით მიმართავს. დოკუმენტში ნათქვამია რომ მაშინ, როცა COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკის რეცესია გამოიწვია, ამ ფონზე საქართველოს მთვარობამ, საჯარო და კერძო სექტორმა და მოქალაქეებმა უჩვეულოდ სწრაფად და კოორდინრებულად იმოქმედეს ვირუსთან საბრძოლველად.
წერილს ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოს ხელისუფლების გააზრებული პოლიტიკის.
"ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების მწყობრი და გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის და იმ რეფორმების რომელიც დღემდე განხორციელდა. სწორედ ამან განაპირობა რომ დიდწილად საქართველო ყველაზე მეტად მომზადებული შეხვდა პანდემიას,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამით დიდი იმედები დაამყარა საქართველოს მთავრობაზე.
"დიდია ის გლობალური გამოწვევა, რომელიც ჩვენს ეკონომიკაზე აისახება, მაგრამ ის რეფორმები, რაც აქამდე გატარდა და რაც ეხლა არის დაწყებული, დონორთა საზოგადოებას აძლევს საფუძველს, რომ დიდი იმედები დაამყარონ იმაზე, რომ რამდენადაც ეფექტურად ვმართავთ ამ გამოწვევას, იმდენად ეფექტურად შევძლებთ მათი დახმარებით დავუბრუნდეთ აღმავალ ტენდენციას,"- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.