18 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
მოუთმენლად ველით პარტნიორობის გაგრძელებას - აშშ-ს საელჩო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე ლუგარის კვლევის ცენტრის შესახებ წერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრი აშშ-ს დაფინანსებით აშენდა და ისეთი ეპიდემიების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის შეიქმნა, როგორიც COVID-19-ია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქმიანობის გაგრძელებას, რათა განამტკიცოს აშშ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირების კუთხით.

"ლუგარის ცენტრი, რომელიც აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით აშენდა საქართველოს მთავრობის მფლობელობაშია და მის მიერ იმართება. აღნიშნული ცენტრი სწორედ ისეთი ეპიდემიების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის შეიქმნა, როგორიც COVID-19-ია. მოხარული ვართ, რომ უფრო მეტი ქართველი ეცნობა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ლუგარის ცენტრი ახორციელებს. მოუთმენლად ველით საქმიანობის გაგრძელებას, რათა განვამტკიცოთ აშშ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირების კუთხით,"- ნათქვამია განცხადებაში. 

 

დღის ამბები