18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
სავარაუდო სექსუალური შევიწროება ექიმის მხრიდან - მარნეულის საკარანტინო სივრცეში მომხდარს ომბუდსმენი იკვლევს

იზოლაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი სექსუალური შევიწროების ფაქტზე საუბრობს. შემთხვევა, სავარაუდოდ, მარნეულის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოხდა. სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ექიმმა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემოწმების მოტივით, ფილტვების მოსასმენად პაციენტს ჯერ გახდა, შემდგომ კი საწოლზე დაწოლა მოსთხოვა.

კავშირ "საფარში," რომელიც შევიწროების სავარაუდო მსხვერპლს იცავს, აცხადებენ, რომ ეს არ არის ამავე ექიმის მიერ პაციენტის შევიწროების ერთადერთი შემთხვევა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ ახალგაზრდა ქალს მისმა მეგობარმაც მოუყვა. ისინი საქართველოში უცხოეთიდან ერთად დაბრუნდნენ.

ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი ჯანდაცვის სამინისტროს ან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელია.

სწორედ სექსუალური შევიწროებაა არასასურველი, სექსუალური ხასიათის ფიზიკური ქცევა, რომელიც ქალს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ გარემო უქმნის. ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ დასაქმების ადგილის მსგავსად, შევიწროების ფაქტები ხშირად ხდება სამედიცინო დაწესებულებებშიც.

საკარანტინო ზონაში მომხდარ სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტს სახალხო დამცველი სწავლობს. ომბუდსმენის აპარატმა სამედიცინო რეგულირების სააგენტოსაც მიმართა. ორგანიზაცია "საფარი" მოითხოვს, რომ ექიმი დროებით ჩამოშორდეს საქმიანობას.

დღის ამბები