საქართველოში COVID19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 51-ია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა კვლავ 218-ს აღწევს.
კარანტინის რეჟიმში 4829 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 410.